თორნიკე შენგელია
Aa
Aa

შენგელიას 14 ქულა - ვირტუსის მორიგი გამარჯვება

იტალიის საკალათბურთო სერია A-ს რეგულარული პირველობის რიგით XXVIII ტურში გათამაშების ერთ-ერთმა ფავორიტმა, „ვირტუსმა“ საკუთარ დარბაზში „ვარეზე“ 37-ქულიანი სხვაობით, 104:67 დაამარცხა. ისევე როგორც ხშირ შემთხვევაში ხდება, ბოლონიური კლუბის რიგებში თორნიკე შენგელია ამჯერადაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

საქართველოს ნაკრების 33 წლის კაპიტანმა პარკეტზე გატარებულ 21 წუთში 14 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა. შენგელიამ ექვსიდან ოთხი ორქულიანი და რვიდან ექვსი საჯარიმო ჩააგდო. პერიმეტრიდან მისი ორი სროლიდან ზუსტი არც ერთი არ აღმოჩნდა, სამი მოხსნიდან ორი თავდასხმაში შეასრულა, ბურთი მხოლოდ ორჯერ დაკარგა და ორი პერსონალური ჯარიმა მიიღო.

21 მოგებითა და 7 წაგებით „ვირტუსი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილის ლიდერია. რეგულარული ეტაპის დარჩენილ ორ ტურში ბოლონიელები 4 მაისს სტუმრად „სკაფატის“, ხოლო 11 მაისს საკუთარ დარბაზში „ტრაპანის“ შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვემბანიამას და ჯინობილის გვერდით | აშშ-ში მამუკელაშვილის მურალი გაჩნდა
ვემბანიამას და ჯინობილის გვერდით | აშშ-ში მამუკელაშვილის მურალი გაჩნდა