„მინდოდა, რომ ოქროს ბრძოლაში მე ამოვსულიყავი“ - სომხიშვილი ისტორიული გამარჯვების შემდეგ
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების ქალმა ძიუდოისტებმა, ეთერ ლიპარტელიანმა და სოფიო სომხიშვილთან ევროპული ძიუდოს კავშირთან შერეულ გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა შეაჯამეს და ჩემპიონობისგან გამოწვეულ ემოციებზე ისაუბრეს.
სოფიო სომხიშვილი:
„მინდოდა, რომ ოქროს ქულაში ჩემი წონითი კატეგორია ამოსულიყო, რადგან ბოლო შეხვედრა წავაგე. ამიტომ, დიდი მოტივაცია მქონდა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც, რადგან ეს არა ინდივიდუალური, არამედ გუნდური შეჯიბრება იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ოქროს მედლები მოვიპოვეთ“.
ეთერ ლიპარტელიანი:
„დიდი მოტივაცია გვქონდა, რომ შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ოქროს მედალი მოგვეგო, განსაკუთრებულად მე, რადგან ინდივიდუალურ შეჯიბრებაში ფინალში დავმარცხდი. ეს ოქროს მედალი ახლა ორჯერ უფრო ძვირფასია ჩემთვის. ძალიან მინდოდა, რომ გუნდურ შეჯიბრებაში გერმანიას შევხვედროდით, რადგან ფინალი ბალჰაუზთან წავაგე და ვერცხლის მედალი ავიღე, ახლა კი შეხვედრა მე მოვიგე. ინდივიდუალურში ოქროს მედალი ვერ მოვიგე და დიდი მოტივაცია მქონდა ამ შეხვედრის მოგების. სამომავლოდ ყველაფერს გავაკეთებ ოქროს მედლის მოსაპოვებლად“.
ქართველი ქალების სიძლიერე? ეს ჩვენთვის დიდი პასუხისმგებლობაა. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნისთვის გავაკეთეთ. გუნდში ისეთი ბიჭები გვყავს, რომლებიც ახალგაზრდა თაობას დიდ მოტივაციას გვაძლევენ, რათა ქალთა ძიუდოში ჩავერთოთ. მოხარული ვართ, რომ ოქროს მედლები ავიღეთ და ამით, გვინდა, რომ ქალთა ძიუდოსთვის ყველაფერი გავაკეთოთ“.
პირველი 6 ბრძოლიდან გუნდებმა 3-3 ბრძოლა მოიგეს. საქართველოს ნაკრებიდან თავის შეხვედრები გამარჯვება მარიამ ჭანტურიამ, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა შეძლეს. საგულისხმოა, რომ იტალიელები 3:1 იგებდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორ ბრძოლაში, გურამ თუშიშვილისა და ეთერ ლიპარტელიანის გამარჯვებებით ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
შესაბამისად, შემთხვევითობის პრინციპით გადამწყვეტი, მე-7 ბრძოლა ჩაინიშნა, რომლის ბედიც 70 კგ. წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილს ერგო. სომხიშვილმა იტალიელ მეტოქესთან პირველი ბრძოლა წააგო, თუმცა, გადამწყვეტ ბრძოლაში რამდენიმე წამში შეძლო შედეგიანი გდების გაკეთება, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრებს ისტორიაში მესამედ ერგო ევროპის ჩემპიონის ტიტული.