მოჰამედ სალაჰი, არნე სლოტი, ლუის დიასი, კოდი გაკპო
Aa
Aa

ისტორიაში მეორედ - ლივერპული პრემიერ ლიგის გამარჯვებულია

„ლივერპული“ ინგლისის პრემიერ ლიგის 2024/2025 წლების სეზონის გამარჯვებულია.

მერსისაიდელებმა პრემიერ ლიგის 34-ე ტურის მატჩში საკუთარ მოედანზე „ტოტენჰემი“ 5:1 გაანადგურეს და ჩემპიონობა გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე გაინაღდეს.

საჩემპიონო მატჩში ანგარიში თავდაპირველად მე-12 წუთზე, „ტოტენჰემმა“ სოლანკეს გოლით გახსნა. მე-16 წუთზე ლუის დიასმა წონასწორობა აღადგინა, 24-ე წუთზე კი მაკ ალისტერმა თავისი გუნდი წინ გაიყვანა. 34-ე წუთზე გაკპომ მეტოქის კარში მესამე გოლი გაიტანა და „ლივერპულმა“ ტაიმი 3:1 მოიგო.

მეორე ნახევარში არნე სლოტის გუნდმა მეტოქის კარში კიდევ ორი გოლის გატანა შეძლო. თავი 63-ე წუთზე მოჰამედ სალაჰმა გამოიჩინა, 69-ე წუთზე კი უდოჯემ ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირდა.

ამ გამარჯვებით, „ლივერპულმა“ სატურნირო ცხრილში 82 ქულა დააგროვა და მეორეადგილოსან არსენალს 15 ქულით გაუსწრო. პრემიერ ლიგის დასრულებამდე 4 ტური არის დარჩენილი, შესაბამისად, „მეთოფეებს“ სხვაობის აღმოფხვრის თეორიული და პრაქტიკული შანსიც დაკარგული აქვთ. საგულისხმოა, რომ „ლივერპულმა“ ისტორიაში მეორედ შეძლო პრემიერ ლიგის ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, არნე სლოტმა კი მერსისაიდულ კლუბში დანიშვნიდან სადებიუტო სეზონშივე შეძლო ინგლისის ჩემპიონობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები