საოცარი და დრამატული ბრძოლა იტალიასთან - საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები შერეულ გუნდურ ჩათვლაში ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულია.
ტურნირის ფინალში ქართველი ძიუდოისტები იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და 4:3 გაიმარჯვეს.
პირველი 6 ბრძოლიდან გუნდებმა 3-3 ბრძოლა მოიგეს. საქართველოს ნაკრებიდან თავის შეხვედრები გამარჯვება მარიამ ჭანტურიამ, გურამ თუშიშვილმა და ეთერ ლიპარტელიანმა შეძლეს. საგულისხმოა, რომ იტალიელები 3:1 იგებდნენ, თუმცა საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორ ბრძოლაში, გურამ თუშიშვილისა და ეთერ ლიპარტელიანის გამარჯვებებით ანგარიშის გათანაბრება შეძლო.
შესაბამისად, შემთხვევითობის პრინციპით გადამწყვეტი, მე-7 ბრძოლა ჩაინიშნა, რომლის ბედიც +70 კგ. წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილს ერგო. სომხიშვილმა იტალიელ მეტოქესთან პირველი ბრძოლა წააგო, თუმცა, გადამწყვეტ ბრძოლაში რამდენიმე წამში შეძლო შედეგიანი გდების გაკეთება, რის შედეგადაც საქართველოს ნაკრებს ისტორიაში მესამედ ერგო ევროპის ჩემპიონის ტიტული.
ფინალამდე, საქართველოს ნაკრები ნახევარფინალში გერმანიის ნაკრებს შეხვდა და 4:0 დაამარცხა, 1/4 ფინალში ავსტრიას 4:1 მოუგო, 1/8 ფინალში კი აზერბაიჯანის ნაკრებს 4:0 სძლია.
საქართველოს ნაკრების დაჯილდოება: