„თამაშში საოცრად ჩაერთო!“ - L'Equipe მიქაუტაძის გოლზე
საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში, გიორგი მიქაუტაძის „ლიონი“ საკუთარ მოედანზე „რენს“ დაუპირისპირდა და დამაჯერებლად, 4:1 დაამარცხა.
გიორგი მიქაუტაძე სასტარტო შემადგენლობაში არ ყოფილა და მოედაზე 76-ე წუთზე გამოჩნდა. საგულისხმოა, რომ ქართველმა შემტევმა მოედანზე შემოსვლიდან ზუსტად 1 წუთში მეტოქის კარში ეფექტური გოლი გაიტანა და საბოლოო ანგარიში, 4:1 დააფიქსირა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გავლენიანმა ფრანგულმა გამოცემა L'Equipe-მა მიქაუტაძის თამაში შეაფასა.
რას წერს L’Equipe მიქაუტაძის შესახებ:
„როგორი შემოსვლა ქართველი თავდამსხმელისგან! 75-ე წუთზე ალექსანდრ ლაკაზეტი შეცვალა და ერთ წუთზე ნაკლებ დროში თავისი გუნდი სამი ბურთით დააწინაურა. ფაქტობრივად, გოლი სამი შეხებით გაიტანა, ჩერკისთან მისმა შეთამაშებამ კი სასწაული გოლი გვაჩუქა. მისი აკრობატული დარტყმა საოცარი იყო. ის მეორე გოლსაც გაიტანდა სამართლიანად რომ არ დანიშნულიყო თამაშგარე მდგომარეობა“.
გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით 31-ე მატჩი ჩაატარა, მის აგნარიშზე კი 10 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა. ამასთან, ქართველმა შემტევმა ევროპა ლიგაზე 11-ჯერ მოირგო „ლიონის“ მაისური და თავი 4 გოლითა და 5 ასისტით გამოიჩინა.