ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„ზედა წონაში ისლამი უფრო იჩხუბებს, ვიდრე ილია“ - გამროტი ჩემპიონების პერსპექტივებზე

UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის მეშვიდე ნომერი მატეუშ გამროტი მედიის წარმომადგენლებისთვის მუდამ სასურველი რესპოდენტია, რადგან როდესაც საშუალება ეძლევა, ის ყველა თემასთან დაკავშირებით ამომწურავად საუბრობს და ჟურნალისტებს ყველა შეკითხვაზე დეტალურ პასუხებს აძლევს. კითხვა ამჯერად შემდეგში მდგომარეობდა, როგორ წარმოუდგენია ისლამ მახაჩევის პერსპექტივები ნახევრადსაშუალო წონაში, რაზეც პოლონელისგან ასეთი პასუხი მიიღეს:

„მე ასე ვიტყოდი - მახაჩევს ნახევრადსაშუალო წონაში წარმატების გაცილებით დიდი შანსი აქვს, ვიდრე ილია თოფურიას მსუბუქ წონით დივიზიონში. რატომ? იმიტომ, რომ ისლამის კუნთოვანი მასა ზუსტად ისეთივეა, როგორებიც 77 კილოგრამ წონაში მებრძოლების, რის გამოც მას დიდი ადაპტაცია არ დასჭირდება.

გულწრფელად რომ გითხრათ, მახაჩევის ფაქტორიდან გამომდინარე, ბელალ მუჰამადსა და ჯეკ დელა მადალენას შორის გასამართმა ორთაბრძოლამ ჩემში ინტერესი კიდევ უფრო გააღვივა. ვფიქრობ, ჯეკს კარგი შანსი აქვს ბელალი დაამარცხოს და ამის შემდეგ მისი დაპირისპირება ისლამთან საინტერესო იქნება, რადგან მადალენას კარგი კრივის გარდა, პარტერში ბრძოლის მშვენიერი უნარები გააჩნია“.

შეგახსენებთ, რომ ბელალ მუჰამადისა და ჯეკ დელა მადალანას დაპირისპირება 11 მაისს გაიმართება, რის შემდეგაც დიდი ალბათობით გადაწყდება, გადავა ისლამ მახაჩევი ნახევრადსაშუალო წონაში, თუ საჩემპიონო ქამარს ილია თოფურიასთან მსუბუქ წონით დივიზიონში დაიცავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დენა უაითი ადასტურებს - ჩიმაევი VS დუ პლესი შედგება
დენა უაითი ადასტურებს - ჩიმაევი VS დუ პლესი შედგება