ემპოლი, ფიორენტინა, საბა გოგლიჩიძე
Aa
Aa

გოგლიჩიძის საგოლე პასი - ემპოლი ფიორენტინასთან დამარცხდა

იტალიის სერია A-ს 34-ე ტურში, საბა გოგლიჩიძის „ემპოლი“ სტუმრად „ფიორენტინას“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 2:1 დამარცხდა.

საბა გოგლიჩიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 89-ე წუთზე შეცვალეს. სამწუხაროდ, ქართველი მცველი თავის გუნდს გაშვებული გოლების ეპიზოდში ვერ დაეხმარა, მაგრამ 57-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 2:0 იყო, „ფიორენტინას“ საჯარიმოსთან პრესინგის შემდეგ ბურთი მოიპოვა და საგოლე გადაცემა შეასრულა. მისი პასით ფაცინიმ გაიტანა, რითაც ანგარიში 2:1 გახდა. სამწუხაროდ, დარჩენილ დროში „ემპოლიმ“ თამაშის გადარჩენა ვეღარ შეძლო.

ფიორენტინას მხრიდან გოლები მე-7 წუთზე იასინ ადლიმ და 25-ე წუთზე როლანდო მანდრაგორამ გაიტანეს.

საბა გოგლიჩიძემ „ემპოლის“ შემადგენლობაში 30-ე მატჩი ჩაატარა და ეს საგოლე პასი მისთვის იტალიურ გუნდში სადებიუტო საგოლე მოქმედება იყო.

34 ტურის შემდეგ „ემპოლი“ სერია A-ს სატურნირო ცხრილში 25 ქულით კვლავ გასავარდნ ზონაში, მე-19 ადგილზე იმყოფება და სამშვიდობო ზონას, ანუ მე-17 პოზიციას 1 ქულა აშორებს. ამ საფეხურზე 26 ქულით „ლეჩეა“, რომელსაც 34-ე ტურში თავისი შეხვედრა ჯერ არ გაუმართავს.

მომდევნო ტურში „ემპოლი“ საკუთარ მოედანზე „ლაციოს“ მიიღებს. მატჩი 4 მაისს, თბილისის დროით 14:30 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მეკარემ მაგარი ბურთი აუღო | ქოჩორაშვილის კარგი მატჩი და დასანანი მარცხი
მეკარემ მაგარი ბურთი აუღო | ქოჩორაშვილის კარგი მატჩი და დასანანი მარცხი