დენა უაითი ადასტურებს - ჩიმაევი VS დუ პლესი შედგება
უკანასკნელ პერიოდში UFC-ის მსუბუქი და საშუალო წონითი დივიზიონების საჩემპიონო ბრძოლებთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება. ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას შეხვედრის ჩანიშვნა დიდხანს გაიწელა და არავინ იცის, შედგება თუ არა ქართველი და დაღესტნელი სპორტსმენის დაპირისპირება. გაცილებით უფრო დიდი შანსია იმისა, რომ დრიკუს დუ პლესიმ საჩემპიონო ქამარი ხამზატ ჩიმაევთან დაიცვას, რაც UFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმაც დაადასტურა.
რას ამბობს დენა უაითი
ხამზატ ჩიმაევი და დრიკუს დუ პლესი აუცილებლად იბრძოლებენ, თუმცა არა ივნისის თვეში - მათი შეხვედრა სულ სხვა დროს გაიმართება. იქნება თუ არა მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის დაცვის დროს ისლამ მახაჩევის მეტოქე ილია თოფურია? ვნახოთ, ამაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს.
შეგახსენებთ, რომ დრიკუს დუ პლესიმ კატეგორიულად უარყო ხმები იმის თაობაზე, რომ ხელის მოტეხილობის გამო, დაუმარცხებელ ჩეჩენ მებრძოლთან შეხვედრაზე უარი თქვა და ასევე დასძინა, რომ UFC-ის ხელმძღვანელებისგან შეთავაზებულ არც ერთ ბრძოლას იგნორირებას არ გაუკეთებს.