ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში: საქართველოს ნაკრები ფინალშია
ძიუდოში, ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალში საქართველოს ნაკრებმა გერმანია 4:0 დაამარცხა და ფინალში იტალიას დაუპირისპირდება. გამარჯვებები ლიპარტელიანის, ბახბახაშვილის, ჭანტურიას და მაისურაძის ანგარიშზეა.
რაც შეეხება ფინალამდე განვლილ გზას, პირველ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა აზერბაიჯანს აჯობა - 4:0. მეოთხედფინალში ქართველებმა ავსტრიელებს 4:1 სძლიეს.
ფინალი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.