გურამ კაშია, ცოტნე კაპანაძე, სანდრო ნარიმანიძე
Aa
Aa

სწრაფი კონტრშეტევა ჩაშალა | კაშიას წითელი ბარათი სლოვაკეთში

სლოვაკეთის ჩემპიონატში „დუნაისკა სტრედამ’’ ჩემპიონატის ლიდერს, „სლოვანს’’ 2:1 მოუგო. 43-ე წუთზე, 1:0-ზე არბიტრმა მოედნიდან „სლოვანის’’ კაპიტანი გურამ კაშია გააძევა. ქართველმა მცველმა მეტოქის სწრაფი კონტრშეტევა ჩაშალა. თავდაპირველად, არბიტრმა ყვითელი ბარათი ამოიღო, თუმცა შემდეგ ეპიზოდი განმეორებით ნახა და 37 წლის მცველს პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა.

ამ მატჩში „დუნაისკა სტრედას'' მარჯვენა მცველმა ცოტნე კაპანაძემ სასტარტოში შეუცვლელად ითამაშა. 23 წლის ქართველი ფეხბურთელი სლოვაკურ გუნდში გასულ ზამთარში გადავიდა, რეგულარულად სასტარტოშია, გუნდს შესანიშნავად შეეწყო. ამ მომენტში „დუნაისკა სტრედა'' 45 ქულით მე-4 ადგილზეა, მესამეადგილოსანს 4 ქულით ჩამორჩება. კონფერენს ლიგის საგზურის მოსაპოვებლად სამეულში შესვლა აუცილებელია.

მიმდინარე სეზონში გურამ კაშიამ სლოვაკეთის ჩემპიონატის 24 მატჩში ითამაშა, 24-დან 20-ში სასტარტოში იყო, 2 გოლი გაიტანა.

29 ტურში „სლოვანმა'' 63 ქულა დააგროვა, პირველზეა და მეორეადგილოსან „ჟილინას'', რომელმაც ერთით ნაკლები მატჩი ჩაატარა, 12 ქულით უსწრებს. „ჟილინამ'' დარჩენილ ოთხ მატჩში 12-ქულიანი სხვაობა უნდა აღმოფხვრას, რაც ძალიან რთული შესასრულებელი იქნება. მომდევნო ტურში, სამ მაისს „ჟილინა'' „სლოვანს'' ესტუმრება.

„ჟილინაში'' სანდრო ნარიმანიძე თამაშობს, სლოვაკურ გუნდში გასულ ზამთარში „იბერიადან'' გადავიდა, როტაციაშია, პირველ გუნდში მხოლოდ 4 მატჩი ჩაატარა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დუეტი | შერკი და მიქაუტაძე ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ
ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დუეტი | შერკი და მიქაუტაძე ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ