წინ სამი ფინალია | მიქაუტაძის ლიონი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის
საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში „ლიონმა’’ შინ „რენი’’ 4:1 გაანადგურა (იხილეთ). ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე პაულო ფონსეკას გუნდი მე-4 ადგილზეა, თუმცა მეხუთეადგილოსან „ნიცასაც’’ ამდენივე ქულა აქვს. მეოთხე ადგილზე გასული გუნდი შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს, მეხუთეადგილოსანი ევროპა ლიგის საგზურს მოიპოვებს.
„რენისთან’’ მატჩის შემდეგ „ლიონის’’ ფეხბურთელებმა აღნიშნეს, რომ წინ სამი ფინალი აქვთ. ფონსეკას გუნდის მეტოქეები „ლანსი’’, „მონაკო’’ და „ანჟე’’ იქნებიან.
„ლიონი’’ მეორეადგილოსან „მონაკოს’’ მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება. იმის ალბათობაც არსებობს, რომ „ლიონი’’ სამეულში მოხვდეს, რაც ნიშნავს რომ ჩემპიონთა ლიგაზე საკვალიფიკაციო ეტაპის გავლა და ფლეი-ოფში თამაში არ მოუწევს. „ლიონი'' „მონაკოს'' ესტუმრება და შესაძლოა ამ მატჩმა სატურნირო ცხრილზე დიდი გავლენა მოახდინოს. „ლანსთან'' და „ანჟესთან'' საშინაო მატჩებში „ლიონი'' ფავორიტია.
შეგახსენებთ, „ლიონის'' ქართველმა ფორვარდმა გიორგი მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში 31 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა, ევროპა ლიგის 11 მატჩში - 4 გოლი და 5 საგოლე პასი, საფრანგეთის თასის ორ მატჩში - 2 გოლი. საერთო ჯამში, ამ სეზონში 44 მატჩში აქტივში 27 საგოლე მოქმედება აქვს, 16 გოლი და 11 საგოლე პასი.