ჰოკეიში საქართველოს ნაკრებმა ისლანდია 4:0 გაანადგურა
Aa
Aa

ჰოკეიში საქართველოს ნაკრებმა ისლანდია 4:0 გაანადგურა

ჰოკეიში, მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე დივიზიონის B ჯგუფში საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი გამართა, ისლანდიას 4:0 მოუგო.

პირველ ნახევარში საქართველოს ნაკრებმა 1 გოლი გაიტანა, 31 წლის ნიკიტა ბუკიამ ანგარიში გახსნა, საგოლე პასი ტიმურ ბეშაროვის ანგარიშზეა. მეორე ტაიმში ბუკიამ დუბლი შეასრულა, საგოლე გადაცემა დმიტრი ერმოშენკოს აქტივშია. მესამე გოლი ერმოშენკოს პასით ბეშაროვმა შეაგდო. მატჩის საბოლოო ანგარიში კონსტანტინ გავრილენკომ დააფიქსირა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნიკიტა ბუკია დასახელდა.

6-გუნდიან ჯგუფში საქართველოს ნაკრები მეორე შეხვედრას ახალ ზელანდიასთან 28 აპრილს გამართავს. მატჩი დილით, 12:00 საათზე დაიწყება. შეხვედრები ახალ ზელანდიაში იმართება.

ჯგუფში საქართველოსთან ერთად ბულგარეთის, ტაივანის, ისლანდიის, ახალი ზელანდიისა და ტაილანდის ნაკრებებია. პირველ ადგილზე გასული გუნდი შემდეგ წელს მეორე დივიზიონის A ჯგუფში ითამაშებს, ბოლოადგილოსანი მესამე დივიზიონში დაქვეითდება.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: მიხეილ ფოფანოვი, ივან სტაროსტინი

მცველები: დიმიტრი ერმოშენკო, არტიომ კურბატოვი, ანდრეი რომანოვი, კონსტანტინე გავრილენკო

ფორვარდები: სანდრო მუმლაძე, სემიონ ხარიზოვი, ვიტალი დუმბაძე, ტიმურ ბაშიროვი, ნიკიტა ბუკია, ბორის კოჩკინი, დანიელ მეტლიოკი, ოლივერ ობოლგოგიანი, ივან შვეცოვი, დანიელ დავიდოვი, არტიომ კოზიულინი, ნიკოლოზ კეჭაყმაძე, მაკარ ნიკაშანინი, მიხეილ დავითაშვილი, ივან კარელინი

მთავარი მწვრთნელი: ალექსანდრე ვედერნიკოვი

მწვრთნელის ასისტენტი: რევაზ ცომაია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები