გიორგი მიქაუტაძე, რაიან შერკი
Aa
Aa

ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დუეტი | შერკი და მიქაუტაძე ერთმანეთს შესანიშნავად უგებენ

ლიგა 1-ის 31-ე ტურში „ლიონის'' მთავარმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე დასვა, თუმცა მეორე ტაიმში თამაშში ჩართო, მოედანზე გამოსვლიდან 49 წამში რაიან შერკის დახმარებით საოცარი გოლი შექმნა. ამ გოლით მიქაუტაძემ მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა, „ლიონმა'' „რენის' 4:1 მოუგო.

ლიგა 1-ის ოფიციალურმა გვერდმა X-ში გიორგი მიქაუტაძისა და რაიან შერკის შესანიშნავ დუეტს პოსტი მიუძღვნა. აღნიშნულია რომ ამ მომენტში მათი დუეტი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესოა, რაზეც სტატისტიკა მეტყველებს.

transfermarkt-ის მონაცემებით, ქართველმა ფორვარდმა ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 10 გოლი გაიტანა, 10-დან 4-ში საგოლე პასი შერკის ანგარიშზეა (პსჟ-სთან, „რეიმსთან’’, „მონპელიესთან’’ და „რენისთან’’). მიქაუტაძის საგოლე პასით შერკიმ პსჟ-ს გაუტანა.

„ლიონი'' ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრისთვის ბრძოლას აგრძელებს, ლიგა 1-ში ამ მომენტში 54 ქულით მეოთხე ადგილზეა. თუ ფონსეკას გუნდი საუკეთესო ოთხეულში მოხვდება, შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

შერკის პასი და მიქაუტაძის გოლი რენისთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მიქაუტაძის ულამაზესი შესრულება | სეზონში მე-16 გოლი გაიტანა
მიქაუტაძის ულამაზესი შესრულება | სეზონში მე-16 გოლი გაიტანა