გიგა ჭიკაძე, დავიდ ონამა
Aa
Aa

მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით - ჭიკაძე ონამასთან დამარცხდა

UFC Fight Night-ზე ქვემსუბუქ წონით დივიზიონში, გიგა ჭიკაძე უგანდელ დავიდ ონამას დაუპირისპირდა და სამწუხაროდ, მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

ქართველი მებრძოლი პირველ რაუნდში აქტიური იყო და ყველაფერი გამოსდიოდა. მეტოქის „თეიქ დაუნი“ დაბლოკა და რამდენიმე კარგი დარტყმა განახორციელა. თავისი კარგი მომენტები დავიდსაც ჰქონდა, მაგრამ უფრო უკეთესი მაინც "ჩვენებური" იყო. 

მეორე რაუნდში ყველაფერი შეიცვალა. უგანდელი გააქტიურდა და თეიქ დაუნი გამოუვიდა, რის შემდეგაც გიგამ წამოდგომა ვერ მოახერხა. ონამამ „მახრჩობელა“ ილეთის გაკეთება სცადა, მაგრამ ჭიკაძემ თავი კარგად დაიცვა. მიუხედავად ამისა, რაუნდი დავიდის იყო.

მესამე რაუნდიც მეორეს მსგავსად წარიმართა. ონამამ „თეიქ დაუნს“ მიმართა, გამოუვიდა და ბრძოლა მისთვის იდეალურ დასასრულამდე მიიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ჭიკაძემ კარიერაში მე-20 ბრძოლა გამართა, UFC-ში კი მე-11. სამწუხაროდ, ქართველი მეხუთედ დამარცხდა. რაც შეეხება „ჩუმ მკვლელს“, მან UFC-ში მე-16 ბრძოლა ჩაატარა და მე-14 გამარჯვება იზეიმა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ილია ან გეიჯი მინდოდა“ | დასტინ პორიეს ინტერვიუ და ბრძოლა ჰოლოუეისთან
„ილია ან გეიჯი მინდოდა“ | დასტინ პორიეს ინტერვიუ და ბრძოლა ჰოლოუეისთან