ბარსელონა, ჰანსი ფლიკი, მადრიდის რეალი
Aa
Aa

“იდეალური საღამო გამოვიდა“ - ფლიკი ელ კლასიკოს მოგების შემდეგ

ესპანეთის სამეფო თასის ფინალში ბრწყინვალე ელ კლასიკო ვიხილეთ. ბარსელონამ რეალს 3:2 მოუგო. მატჩის დასრულების შემდეგ, ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

ფლიკი:

„ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ. წარმოუდგენელია, თუ როგორ რეაგირებენ ისინი ყველაფერზე და როგორ იბრძვიან. ბარსელონათი ახლა ყველა ამაყობს და ჩვენ ეს დავიმსახურეთ. როდესაც ვნახე, თუ როგორ ზეიმობდნენ ფეხბურთელები წარმოუდგენელი შეგრძნება დამეუფლა. ისინი ამას იმსახურებენ. ძალიან ბედნიერი ვარ! ეს დიდი გამარჯვებაა.. კუნდემ რეალს გოლი ორჯერ არ გაატანინა და შემდეგ თავად გაუტანა.

მე აქ იმისთვის ვარ, რომ კლუბში და გასახდელში კარგი ატმოსფერო შევქმნა, რათა ფეხბურთელებმა ფეხბურთით სიამოვნება მიიღონ. ყველა შესანიშნავ საქმეს ვაკეთებთ. ჩემს ფეხბურთელებს ფანტასტიკური მენტალიტეტი აქვთ. იდეალური საღამო გამოვიდა.“

ამგვარად, ჰანსი ფლიკს ბარსელონაში უკვე ორი ტიტული დაუგროვდა და ორივე მადრიდის რეალის წინააღმდეგ ფინალში მოიგო. ასევე გეტყვით, რომ გერმანელმა სპეციალისტმა სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში 8 ფინალი ითამაშა და ყველა მოიგო. კატალონიური გრანდი, რამდენიმე დღეში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ინტერს დაუპირისპირდება.

რაც შეეხება რეალს, მადრიდული კლუბი ლა ლიგისთვის ბრძოლას აგრძელებს, სადაც კარლო ანჩელოტის გუნდს ბარსელონასთან 4-ქულიანი ჩამორჩენა აქვს. ეს გუნდები ლა ლიგაში ერთმანეთს 11 მაისს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დრამა სამეფო თასის ფინალში | ბარსელონამ რეალს დამატებით დროში მოუგო
დრამა სამეფო თასის ფინალში | ბარსელონამ რეალს დამატებით დროში მოუგო