მიქაუტაძის ულამაზესი შესრულება | სეზონში მე-16 გოლი გაიტანა
საფრანგეთის ლიგა 1-ის 31-ე ტურში „ლიონმა’’ შინ „რენი’’ 4:1 გაანადგურა.
პაულო ფონსეკამ მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე დასვა, 76-ე წუთზე თამაშში ჩართო, როცა ანგარიში 3:1 იყო. საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა მოედანზე გამოსვლიდან 49 წამში გაიტანა. ბურთი შერკისთან გაითამაშა, მკერდით მიიღო და აკრობატულ სტილში საოცარი სილამაზის გოლი გაიტანა.
დუბლის შესრულების შანსიც ჰქონდა, მაგრამ მეკარემ ახლო მანძილიდან დარტყმული აუღო.
მიქაუტაძის საუკეთესო მომენტები
24 წლის ქართველმა ფორვარდმა მიმდინარე სეზონის ლიგა 1-ში 31 მატჩში 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე პასი შეასრულა, ევროპა ლიგის 11 მატჩში - 4 გოლი და 5 საგოლე პასი, საფრანგეთის თასის ორ მატჩში - 2 გოლი. საერთო ჯამში, ამ სეზონში 44 მატჩში აქტივში 27 საგოლე მოქმედება აქვს, 16 გოლი და 11 საგოლე პასი.