გიორგი შერმადინი, ლაგუნა ტენერიფე, ბექა ბურჯანაძე
Aa
Aa

შერმადინი VS ბურჯანაძე - ტენერიფემ კორუნიას მოუგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში ლაგუნა ტენერიფემ ლეიმა კორუნიას უმასპინძლა და 92:83 დაამარცხა.

ეს მატჩი იმით იწვევდა ინტერესს, რომ ორივე გუნდში ქართველი კალათბურთელი თამაშობს. საუბარი გიორგი შერმადინზე და ბექა ბურჯანაძეზეა.

ორივე მათგანს ნაყოფიერი მატჩი ჰქონდათ. შერმადინმა პარკეტზე 26 წუთი და 39 წამი დაყო. ამ პერიოდის განმავლობაში, მან 12 ქულას, 6 მოხსნას და 2 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი.

რაც შეეხება ბურჯანაძეს, 31 წლის ქართველმა არასრულ 23 წუთში 9 ქულა და 9 მოხსნა მიითვალა, თუმცა ეს მისი გუნდისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ ამ გამარჯვების შემდეგ, ტენერიფე სატურნირო ცხრილში მე-2 პოზიციაზე იმყოფება. რაც შეეხება კორუნიას, ბექას გუნდი 12 ქულით ბოლო ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ორლანდომ სერიაში პირველად მოიგო - ბითაძეს არ უთამაშია
ორლანდომ სერიაში პირველად მოიგო - ბითაძეს არ უთამაშია