Sofascore - ზურიკო თავის გუნდში საუკეთესო იყო
საფრანგეთის ლიგა 1-ის მორიგ ტურში სენტ ეტიენი სტრასბურგს ესტუმრა და 1:3 დამარცხდა. მატჩის დასრულების შემდეგ, გავლენიანმა გამოცემა Sofascore-მა სტუმართა გუნდის ფეხბურთელები შეაფასა და ზურიკო დავითაშვილი გამოარჩია.
Sofascore-მა ქართველ ფეხბურთელს 7.8 შეფასება დაუწერა, რაც სენტ ეტიენის რიგებში ყველაზე მაღალია.
რა თქმა უნდა, ეს გასაკვირი არ არის, რადგან სენტ ეტიენიდან ერთადერთი გოლი სწორედ ზურიკო დავითაშვილმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ 31-ე ტურის შემდეგ სენტ-ეტიენი 27 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილზეა. „მწვანეები“ მხოლოდ მონპელიეს უსწრებენ, რომელსაც 15 ქულა აქვს.
თავის მხრივ, სტრასბურგმა 54 ქულით მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს - ლიამ როსენიორის გუნდს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
ასევე გეტყვით, ზურიკომ მიმდინარე სეზონში მე-8 გოლი გაიტანა. მომდევნო მატჩს დავითაშვილის გუნდი 3 მაისს, შინ, მონაკოს წინააღმდეგ გამართავს.