„დაცვაში თამაში უნდა გავაუმჯობესოთ“ - დავითაშვილი სტრასბურგთან მარცხზე
„სენტ-ეტიენის“ ქართველმა შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა „სტრასბურგთან“ წაგებული მატჩი (1:3) შეაფასა.
ზურიკო დავითაშვილი:
„რთული მატჩი იყო როგორც ჩვენთვის, ისე „სტრასბურგისთვის“. ქულები ჩვენც გვჭირდებოდა და მათაც. ვფიქრობ, მეორე ტაიმი ჩვენზე კარგად ითამაშეს და ამიტომაც მოიგეს 3:1.
პირველ რიგში, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა, დაცვაში თამაში გავაუმჯობესოთ. სამი მატჩი დარჩა და შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი ქულა ავიღოთ.
„სენტ-ეტიენს“ ძლიერი მენტალიტეტი აქვს“ და ეს წინა ტურშიც გამოჩნდა. „ლიონთან“ როგორც ვითამაშეთ, სხვა მატჩებშიც ასე უნდა ვითამაშოთ. ერთ მატჩს კარგად ვატარებთ, შემდეგ კი 2-3 მატჩს - საშუალო დონეზე“.
დავითაშვილის გამორჩეული მომენტები VS სტრასბურგი
31 მატჩის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 27 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილზეა. „მწვანეები“ მხოლოდ „მონპელიეს“ უსწრებენ, რომელსაც 15 ქულა აქვს. მომდევნო მატჩს ზურიკოს გუნდი 3 მაისს, შინ, „მონაკოს“ წინააღმდეგ გამართავს.