ზურიკო დავითაშვილი, სენტ-ეტიენი
Aa
Aa

ზურიკოს გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა | სენტ-ეტიენი სტრასბურგთან დამარცხდა

ლიგა 1-ის მე-31 ტურში „სენტ-ეტიენი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების შემტევი, ზურიკო დავითაშვილი იცავს, „სტრასბურგს“ ესტუმრა და 1:3 დამარცხდა.

ანგარიში მე-7 წუთზე დიეგო მორეირამ გახსნა, მე 16-ე წუთზე კი მასპინძლებს უპირატესობას გაზრდა შეეძლოთ, თუმცა სებასტიან ნანასის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. მე-19 წუთზე „სენტ-ეტიენმა“ ანგარიში გაათანაბრა: ზურიკომ ორი მცველი ეფექტურად ჩამოიტოვა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა.

მე-60 წუთზე ზურიკოს პასის შემდეგ ირვინ კარდონა მეკარესთან პირისპირ დარჩა, თუმცა 100%-იანი მომენტი გააცუდა, 63-ე წუთზე კი ემანუელ ემეგამ „სტრასბურგი“ დააწინაურა. 83-ე წუთზე დილან ბაკვამ „მწვანეების“ კარში მესამე გოლი გაიტანა.

რაც შეეხება დავითაშვილს, მან მატჩი სრულად ჩაატარა და თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. ზურიკომ Sofascore-ისგან 7,8-იანი შეფასება მიიღო. მისი სტატისტიკა ასეთი იყო: 1 გოლი, 1 დარტყმა კარში, 3 დაბლოკილი დარტყმა, დრიბლინგის 3 წარმატებული მცდელობა (6-დან), 5 საკვანძო პასი, 35-დან 30 ზუსტად შესრულებული პასი (86%), 6-დან 1 ზუსტი ჩაწოდება, 1 შექმნილი საგოლე მომენტი, 12-დან 4 მოგებული ორთაბრძოლა და 18 დაკარგული ბურთი.

ზურიკოს გამორჩეული მომენტები:

31 მატჩის შემდეგ „სენტ-ეტიენი“ 27 ქულით სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა ადგილზეა. „მწვანეები“ მხოლოდ „მონპელიეს“ უსწრებენ, რომელსაც 15 ქულა აქვს. თავის მხრივ, „სტრასბურგმა“ 54 ქულით მე-5 პოზიციაზე გადაინაცვლა და ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას აგრძელებს - ლიამ როსენიორის გუნდს 11-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.

მომდევნო მატჩს ზურიკოს გუნდი 3 მაისს, შინ, „მონაკოს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„განსხვავება შექმნა, მაგრამ...“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიაზე
„განსხვავება შექმნა, მაგრამ...“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიაზე