ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

ზედიზედ მესამე წაგება - ჯოკოვიჩი მადრიდის მასტერსის პირველ წრეში დამარცხდა

ნოვაკ ჯოკოვიჩი საშინელ ფორმაშია. ლეგენდარული სერბი მადრიდის მასტერსის პირველივე წრეში დამარცხდა და ტურნირს დაემშვიდობა.

ჯოკოვიჩის მეტოქე იტალიელი არნალდი იყო, რომელთანაც ორ სეტში 3:6 4:6 წააგო. მატჩი 1 საათი და 42 წუთი გრძელდებოდა.

ორი სეტის განმავლობაში, სერბმა მხოლოდ 1 ბრეიკის შესრულება შეძლო, საპირისპიროდ კი იტალიელმა 3-ჯერ მოიგო ნოვაკის ჩაწოდება და მატჩი მისთვის ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა.

ცნობისთვის, ნოვაკ ჯოკოვიჩი ზედიზედ მესამედ დამარცხდა. 31 მარტს მაიამიში მენსიკთან წააგო, 9 აპრილს მონტე კარლოში ტაბილოსთან და დღეს არნალდისთან.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ნოლემ განაცხადა, რომ როლან გაროსზე მისგან დიდ წარმატებას არ უნდა დაელოდონ. ამ მომენტისთვის, სერბი ჩოგბურთელი ATP რეიტინგში 4130 ქულით მე-5 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები