პსჟ, პაჩო
Aa
Aa

“სანერვიულო არაფერია“ - პაჩო ნიცასთან წაგების შემდეგ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მიმდინარე ტურში პარი სენ ჟერმენი ნიცასთან 1:3 დამარცხდა და წაუგებელი სერია დაასრულა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პსჟ-ს უკანახაზელმა უილიამ პაჩომ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, სანერვიულო არაფერია.

პაჩო:

„წაგება ნამდვილად რთულია, მაგრამ ეს ფეხბურთია. ბევრი შესაძლებლობა და შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. სანერვიულო არაფერია! ჩვენ შესანიშნავი გუნდი ვართ, როდესაც ერთად ვთამაშობთ. ჩემი თანაგუნდელების მიმართ სრული ნდობა მაქვს.

დაცვის ხაზის ცუდი თამაში? სიმართლე ისაა, რომ ყოველთვის უნდა გავუმჯობესდეთ. ჩვენ გუნდურად მუშაობა უნდა გავაგრძელოთ, როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში. სამწუხაროა, რომ წაუგებელი სერია დასრულდა, მაგრამ ჩემპიონები ვართ და წინ კიდევ 2 ტიტულის მოგების შანსი გვაქვს.“

შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში არსენალს დაუპირისპირდება. პირველი მატჩი ლონდონში 29 აპრილს გაიმართება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები