არსენალის უარი 3000 ბილეთზე - პსჟ-ს ქომაგების ნაწილი ლონდონში ვერ წავა
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ მატჩში ლონდონის არსენალი პარი სენ ჟერმენს უმასპინძლებს.
მატჩის წინ, ლონდონელებმა ბილეთებთან დაკავშირებით გარკვეული სახის პრობლემები შექმნეს.
UEFA-ს წესების მიხედვით, ჩემპიონთა ლიგის მატჩებზე, მასპინძელმა გუნდმა სტუმართა გულშემატკივრებისთვის სტადიონის ტევადობის 5% უნდა გამოყოს.
არსენალი ვალდებული იყო, რომ პსჟ-ს ქომაგებისთვის 3000 ბილეთი გამოეყო, რაზეც უარი თქვეს და რაოდენობა 2500-ზე დაწიეს.
აქედან გამომდინარე, ლუის ენრიკეს გუნდი მეთოფეებს 500 გულშემატკივრით ნაკლებით ესტუმრება.
შეგახსენებთ, რომ პარი სენ ჟერმენი მიმდინარე სეზონის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ჯერ ლივერპულს დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ ასტონ ვილას. ფრანგებს ინგლისში ვიზიტი ზედიზედ მესამედ უწევთ.
ცნობისთვის, არსენალისა და პარი სენ ჟერმენის პირველი მატჩი 29 აპრილით თარიღდება და თბილისის დროით 23:00-დან დაიწყება.