დავით კაჭარავა
Aa
Aa

ახალი პრეზიდენტი რაგბის კავშირში - ტყემალაძე კაჭარავამ შეცვალა

საქართველოს რაგბის კავშირს ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ამ თანამდებობაზე იოსებ ტყემალააძე დავით კაჭარავამ შეცვალა, რომელიც ბოლო პერიოდში კავშირში გამგეობის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. დღეს გამართულ ყრილობაზე კაჭარავამ 58-დან 57 ხმა მიიღო, რის შემდეგაც დელეგატებთან საქართველოში სპორტის ამ სახეობის კიდევ უფრო განვითარების საკუთარ ხედვებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

კავშირს უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ტყემალაძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც პოსტი სერიოზული დაპირისპირებების ფონზე ჩაიბარა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ექვსი ერის ორ წარმომადგენელს აჯობა და იტალიის ეროვნული გუნდი - ბათუმში, ხოლო უელსელები კარდიფში, მათსავე სტადიონზე დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებში ჩატარებული მატჩების რაოდენობით 122 კეპით დავით კაჭარავა დღემდე ერთპიროვნული რეკორდსმენია - მის ანგარიშზე ბორჯღალოსნების რიგებში 25 ლელოა, რითაც ნაკრების ყველაზე დროის რეკორდსმენებს შორის მესამე ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
იაშაღაშვილის ლელო - ქართველი მონ-დე-მარსანს გამარჯვებაში დაეხმარა
იაშაღაშვილის ლელო - ქართველი მონ-დე-მარსანს გამარჯვებაში დაეხმარა