ილია სულამანიძე
Aa
Aa

ორი ვერცხლის შემდეგ ოქროც - სულამანიძე ევროპის ჩემპიონია

ილია სულამანიძე ევროპის ჩემპიონია - მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში მიმდინარე კონტინენტის პირველობის ფინალში ქართველმა ძიუდოისტმა (100 კგ) აზერბაიჯანელი ზელიმ კოცოევი იუკოთი დაამარცხა და 2023-2024 წლებში მოპოვებული ვერცხლის მედლების შემდეგ, როგორც იქნა, ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალიც დაისაკუთრა.

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალში და 2024 წლის ოლიმპიადის ფინალშიც ილია სწორედ კოცოევთან დამარცხდა, წელს კი რევანშის აღება შეძლო.

აქვე გეტყვით, რომ ილია შეჯიბრებაში მერვედფინალური ეტაპიდან ჩაერთო და სერბი ალექსანდრ კუკოლი ვაზარით დაამარცხა, რასაც მეოთხედფინალში იტალიელ ჯენარო პირელისთან იუკოთი გამარჯვება მოჰყვა, ხოლო ფინალში ჭიდაობის უფლება 23 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ნეიტრალური ათლეტის სტატუსით მოასპარეზე რუსი მოწინააღმდეგის, არმან ადამიანის ვაზარით ძლევით შეძლო.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელ საშეჯიბრო დღემდე ქართველმა ძიუდოისტებმა კონტინენტის პირველობაზე სამი მედლის მოპოვება შეძლეს - ჩემპიონი გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) გახდა, ხოლო ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) ვიცე-ჩემპიონობას დასჯერდნენ.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
დასანანი მარცხი | ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო
დასანანი მარცხი | ეთერ ლიპარტელიანმა ევროპის ჩემპიონატის ფინალი წააგო