კილიან მბაპე
Aa
Aa

მბაპეს გარეშე კლასიკოში - ფრანგმა გამოჯანმრთელება ვერ მოასწრო

„ბარსელონას“ მსგავსად, დღეს, ესპანეთის თასის ფინალში გასამართ „ელ კლასიკოში“ მადრიდის „რეალსაც“ საუკეთესო ბომბარდირის გარეშე თამაში მოუწევს. თუ რობერტ ლევანდოვსკის არყოფნა დიდი ხნის წინ დადასტურებული ამბავი იყო, კილიან მბაპეს შესახებ არასახარბიელო სამედიცინო დასკვნის თაობაზე კარლო ანჩელოტის ექიმებმა რამდენიმე საათის წინ მოახსენეს.

„რადიო მარკას“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არაერთი მცდელობისა და სხვადასხვა ტიპის მკურნალობის მიუხედავად, 26 წლის ფრანგმა ფორვარდმა სრულფასოვანი დატვირთვით ვარჯიში ვერ დაიწყო, რადგან ტერფის ტრავმა ჯერ ბოლომდე არ მოურჩენია და გარკვეულ დისკომფორტს ამჟამადაც გრძნობს. ამავე წყაროზე დაყრდნობით, ვრცელდება ცნობები იმის თაობაზე, რომ კილიანის არყოფნის მიუხედავად, ანჩელოტი „ბარსელონას“ წინააღმდეგ საკმაოდ თამამი, 4-4-2 ტაქტიკური სქემის გამოყენებას აპირებს და თავდასხმაში ვინისიუსს ჯუდ ბელინგემი შეუწყვილდება.

შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპემ დაზიანება „არსენალთან“ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო შეხვედრაში მიიღო, რის გამოც ესპანეთის ლა ლიგაში „ბილბაოსთან“ და „ხეტაფესთან“ მატჩების გამოტოვება მოუხდა, თუმცა „ატლეტიკთან“ ის მაინც ვერ ითამაშებდა, რადგან წინა ტურში გაძევების გამო დისკვალიფიცირებული იყო.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
ატირებული რეფერი და სკანდალი თასის ფინალის წინ | რეალი მსაჯების შეცვლას ითხოვს
ატირებული რეფერი და სკანდალი თასის ფინალის წინ | რეალი მსაჯების შეცვლას ითხოვს