ლუკა ნიორაძე
Aa
Aa

ნიორაძის მეექვსე ლელო - ორიაკი ბრივთან დამარცხდა

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ დივიზიონში „ორიაკი“ ძალიან ცუდად გამოიყურება და ადგილის შენარჩუნებისთვის ბრძოლა სავარაუდოდ გადათამაშების გზით მოუწევს, რისი კიდევ ერთი დასტურიც 28-ე ტურში ამ გუნდის საკუთარ მოედანზე „ბრივთან“ (23:39) 16-ქულიანი სხვაობით დამარცხება იყო.

წაგებაში მასპინძელთა ქართველ მეორე ნომერს ლუკა ნიორაძეს ყველაზე ნაკლები ბრალი მიუძღვოდა, რომელმაც მატჩი სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 32-ე წუთზე სტუმართა ჩათვლის მოედანი აიღო - ლუკასთვის ეს მიმდინარე სეზონში დადებული რიგით მეექვსე ლელო გახლდათ. ნიორაძის გარდა „ორიაკის“ რიგებში სამმა ქართველმა მორაგბემ ითამაშა - გიორგი ქართველიშვილი და დაჩი პაპუნაშვილი ძირითადში იყვნენ, ხოლო მიხეილ ალანია და ბასა ხონელიძე მატჩში ცვლილებიდან ჩაერთნენ. ქართველის გარეშე არც სტუმრებს უასპარეზიათ და „ბრივის“ რიგებში მეორე ნახევარში კონსტანტინე მიქაუტაძე გამოჩნდა.

ოცდარვა ტურის შემდეგ დაგროვებული 48 ქულით „ორიაკი“ ბოლოსწინა ადგილზეა, ხოლო „ბრივს“ მეორე პოზიცია უკავია და ლიდერ „გრენობლს“ მხოლოდ 5 ქულით ჩამორჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი, კლოდ სორელი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
საქართველოს ნაკრების ყოფილი თავკაცი, კლოდ სორელი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა