იოანე იაშაღაშვილი
Aa
Aa

იაშაღაშვილის ლელო - ქართველი მონ-დე-მარსანს გამარჯვებაში დაეხმარა

ქართველი მორაგბეების რაოდენობა საფრანგეთის ელიტურ როგორც პირველ, ასევე მეორე დივიზიონში წლიდან წლამდე იზრდება და შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლები ლამის ყველა შეხვედრაში მოწინავე პოზიციებზე იმყოფებიან და თავიანთი გუნდების გამარჯვებას მეტწილად განაპირობებენ.

ასეთ შემთხვევასთან გვქონდა საქმე PRO D2-ის 28-ე ტურის შეხვედრაში, სადაც „მონ-დე-მარსანმა“ საკუთარ სტადიონზე „დაქსი“ 14-ქულიანი სხვაობით, 34:20 დაამარცხა და იოანე იაშაღაშვილი მასპინძლების შემადგენლობაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. 25 წლის ქართველმა მორაგბემ თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და მეცხრე წუთზე მასპინძლები ლამაზი ლელოთი დააწინაურა. საერთო ჯამში იოანემ სრულად ითამაშა, „მონ-დე-მარსანის“ მეორე ქართველი ლეგიონერი ლუკა გოგინავა კი შეხვედრაში მეორე ტაიმის დასაწყისში ჩაერთო და მოედანზე 35 წუთი გაატარა.

28 ტურში დაგროვებული 55 ქულით „მონ-დე-მარსანი“ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის 16-გუნდიან მეორე დივიზიონში მეცამეტე ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას იაშაღაშვილი და მისი თანაგუნდელები 9 მაისს, „ვალენს-რომანთან“ გამართავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სორელის მეუღლე: ახლა უკეთ გავიგე, თუ რატომ იყავით თქვენ ასე ძვირფასი მისთვის
სორელის მეუღლე: ახლა უკეთ გავიგე, თუ რატომ იყავით თქვენ ასე ძვირფასი მისთვის