ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

ორლანდომ სერიაში პირველად მოიგო - ბითაძეს არ უთამაშია

აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი ოფში „ორლანდომ“ „ბოსტონი“ საკუთარ დარბაზში დაძაბულ ბრძოლაში 2-ქულიანი სხვაობით, 95:93 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 1:2 გახდა. სამწუხაროდ, მთავარმა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ „მეჯიქის“ ქართველ ლეგიონერს ერთი წუთით თამაშის საშუალებაც არ მისცა და ფლორიდელებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება გოგა ბითაძის გარეშე მოიპოვეს.

გამარჯვებული გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ფრანც ვაგნერი იყო, რომელსაც სამმაგ დუბლამდე 3 მოხსნა და 2 ასისტი დააკლდა - „ორლანდოს“ გერმანელმა ლეგიონერმა პარკეტზე გატარებულ 39 წუთში 32 ქულა, 7 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა დააგროვა. რაც შეეხება მატჩის ყველაზე შედეგიან კალათბურთელს - „ბოსტონის“ ლიდერის ჯეისონ ტეიტუმის ანგარიშზე 39 წუთში 36 ქულა, 9 მოხსნა, 4 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება გახლდათ. ორმაგი დუბლი დარბაზში მყოფი კალათბურთელებიდან მხოლოდ ვენდელ კარტერ ჯუნიორის ანგარიშზეა - „მეჯიქის“ მოთამაშემ 10 ქულასთან ერთად, 12 მოხსნა დააგროვა.

ამ გუნდებს შორის მომდევნო შეხვედრას ისევ „ორლანდოს“ დარბაზი უმასპინძლებს და თამაში 28 აპრილს, თბილისის დროით, გამთენიისას, 03:00 საათზე დაიწყება. სერია რომელიმე გუნდის ოთხ გამარჯვებამდე გრძელდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყველაფრის გადაწყობა მოგვიწევს“ - კერი ბატლერის ტრავმაზე
„ყველაფრის გადაწყობა მოგვიწევს“ - კერი ბატლერის ტრავმაზე