„განსხვავება შექმნა, მაგრამ...“ | რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიაზე
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ „ნიცასთან“ 1:3 დამარცხდა. „პარკ დე პრენსზე“ გამართულ შეხვედრაში, „კვარა“ აქტიური იყო, მაგრამ საგოლე მოქმედება არ ჰქონია და მატჩის შემდეგ, ფრანგული პრესა მის თამაშს გამოეხმაურა.
Footmercato: „ქართველ ფეხბურთელს არასტაბილური მატჩი ჰქონდა. ტექნიკური გაბრწყინებების გამო, მაინც სახიფათო იყო, მაგრამ სოლიდური დაცვას დაუპირისპირდა. კვარაცხელიას ბოლოსწინა მოძრაობა აკლდებოდა და რამდენიმე არაზუსტი დარტყმისა და ფორმაში მყოფი მარჩინ ბულკას გამო, იმედი გაუცრუვდა. მეტოქის ჩამოშორების კუთხით, მეორე ტაიმშიც შთამბეჭდავი იყო, მაგრამ ნაკლებად აქტიური გახლდათ და პსჟ-ს წაუგებელი სერია ვერ გადაურჩინა. მეორე ნახევარში, ზედმეტად ბევრი დაკარგვა ჰქონდა“.
Maxifoot: „ქართველი გარემარბი პარი სენ-ჟერმენის ყველაზე აქტიური ფეხბურთელი იყო და ფლანგიდან უამრავ შეტევას ავითარებდა. თუმცა, ძალიან თავჩახრილი თამაშობდა და ავიწყდებოდა, კარგ პოზიციებში მყოფი თანაგუნდელებისთვის პასები მიეცა. იმედგამაცრუებელი და ზედმეტად ეგოისტური გამოსვლა“.
90min: „28-ე წუთზე, კვარაცხელიას დარტყმა მარჩინ ბულკამ მოიგერია. მალევე, მან დემბელეს იდეალური გადაცემა მისცა, მაგრამ უსმანის დარტყმა არაზუსტი აღმოჩნდა. მეორე ნახევარში, ქართველმა სცადა, მომენტები შეექმნა, მაგრამ თანაგუნდელების მსგავსად, თავისუფალი სივრცის პოვნა გაუჭირდა“.
Parisfans: „თამაშში ჩართული იყო. დაცვაში აქტიურად თამაშობდა, მაგრამ შეტევაში მცირე პრობლემები ჰქონდა. გარკვეული განსხვავება ჰქონდა, მაგრამ ზოგიერთ სიტუაციაში, უფრო მკაფიოდ უნდა ითამაშოს. მეტი უნდა გააკეთოს“.
Le Parisien: „თავდაპირველად, ქართველ ფეხბურთელს მეტოქის დაცვის ამრევის როლი ჰქონდა. პასები, რომლებიც მენდეშს, რუისსა და დემბელეს მისცა, უკეთეს შედეგს იმსახურებდა. ზუსტად ისე, როგორც მისი „განსაკუთრებული“ ცრუმოძრაობა და მარცხენა ფეხით დარტყმა, რომელიც ბულკამ მოიგერია. ამის შემდეგ, უჭირდა, სახიფათო ყოფილიყო“.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩამ მეტოქის კარისკენ 3-ჯერ დაარტყა - ერთხელ ზუსტად, ერთხელ არაზუსტად, ერთხელ დაუბლოკეს. კვარაცხელიას 5-დან 3 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა, 4 საკვანძო გადაცემა გააკეთა და 15-დან 9 ორთაბრძოლა მოიგო.