„მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ ასეთია ფეხბურთი“ - ლუის ენრიკე
„პარი სენ-ჟერმენის“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ „ნიცასთან“ წაგებული მატჩი შეაფასა.
ლუის ენრიკე:
„მოგებას ვიმსახურებდით, მაგრამ ასეთია ფეხბურთი და ამას უნდა შევეგუოთ. ვულოცავ „ნიცას“, მაგრამ ასევე ვულოცავ ჩემს გუნდს - ვფიქრობ, სრულყოფილი მატჩი ჩავატარეთ, განსაკუთრებით პირველ ტაიმში დადებით შედეგს ვიმსახურებდით, თუმცა ის ფრედ დასრულდა. მეორე ტაიმში კი პირველივე შეტევაში გოლი გავუშვით. გვქონდა შესაძლებლობა, წაუგებლად დაგვესრულებინა სეზონი და რეკორდი დაგვემყარებინა, თუმცა ეს არ გამოგვივიდა. ეს მარცხი არ ცვლის ჩვენს მიზანს - წინ წავიწიოთ ჩემპიონთა ლიგაზე და ვიბრძოლოთ ფინალის საგზურისთვის.
თანახმა ვარ, ლონდონშიც და საპასუხო მატჩშიც ასე ვითამაშოთ, როგორც დღეს ვითამაშეთ. 30 საგოლე მომენტი შევქმენით, თუმცა ასეთ შედეგზე, რა თქმა უნდა, თანახმა არ ვარ. საერთოდ არ ვღელავ: როდესაც შენი გუნდი ასე თამაშობს, უტევს, მაღალ პრესინგს ახორციელებს, გულშემატკივრები შეუდარებლები არიან, მაგრამ მეტოქე გუნდის მეკარე ასე შესანიშნავად თამაშობს, ვერაფერს იზამ, ასეთია ფეხბურთი.
ტიტულების მოგების გარანტიას ვერ მოგცემთ, მაგრამ ვპირდები გულშემატკივრებს, რომ პსჟ ყოველთვის შემტევ ფეხბურთს ითამაშებს და ბოლო წუთამდე იბრძოლებს. ჩვენი იდეების ერთგულები ვრჩებით. ხვალ ვარჯიში გვექნება, მოვემზადებით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისთვი. საფრანგეთის საუკეთესო გუნდი ვართ, დიდი ჰანდიკაპით, და ამას მთელი სეზონის განმავლობაში ვამტკიცებთ.
მოგებას ვიმსახურებდით, ამაში ეჭვი არ მეპარება, მაგრამ როდესაც მეტოქეს 100%-იანი ეფექტიანობა აქვს, შენ კი ჩვეული ეფექტიანობით ვერ პასუხობ, საქმე რთულდება. „ნიცას“ მეკარეს შესანიშნავი, გამორჩეული მატჩი ჰქონდა“.
შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის 31-ე ტურში პსჟ საკუთარ კედლებში „ნიცასთან“ დამარცხდა (1:3). ამ მარცხმა პარიზელთა 31-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
მომდევნო მატჩს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 29 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სტუმრად, ლონდონის „არსენალთან“ გამართავს.
ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი „ნიცასთან“