ვიტინია
Aa
Aa

„უამრავი საგოლე მომენტი გავანიავეთ“ - ვიტინია ნიცასთან მარცხზე

„პარი სენ-ჟერმენის“ ნახევარმცველმა, ვიტინიამ „ნიცასთან“ წაგებული მატჩი შეაფასა. პორტუგალიელი ფეხბურთელის თქმით, გადამწყვეტი ფაქტორი მომენტების რეალიზაციის მაჩვენებელმა ითამაშა.

„ნიცამ“ თავისი შესაძლებლობები გამოიყენა, ჩვენ კი უამრავი საგოლე მომენტი გავანიავეთ. ეფექტიანობამ გადამწყვეტი როლი ითამაშა. იმედგაცრუებულები ვართ, იმიტომ რომ რეკორდის დამყარება გვინდოდა, თუმცა ეს შეუძლებელი აღმოჩნდა.

ახლა „არსენალთან“ მატჩზე კონცენტრირება გვმართებს. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ. შევისწავლით მეტოქეს, რათა მატჩი კარგად ჩავატაროთ“.

შეგახსენებთ, რომ ლიგა 1-ის 31-ე ტურში პსჟ საკუთარ კედლებში „ნიცასთან“ დამარცხდა (1:3). ამ მარცხმა პარიზელთა 31-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

მომდევნო მატჩს ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი 29 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში, სტუმრად, ლონდონის „არსენალთან“ გამართავს.

ხვიჩა კვარაცხელიას ყველა მომენტი „ნიცასთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
რა შეფასება დაუწერეს კვარაცხელიას | Sofascore-ი და Whoscored-ი
რა შეფასება დაუწერეს კვარაცხელიას | Sofascore-ი და Whoscored-ი