ილია თოფურია, ისლამ მახაჩევი
Aa
Aa

„სისწრაფეში უპირატესობა ალბათ ილიას ექნება“ - ოლეინიკი მახაჩევი VS თოფურიაზე

UFC-ის მძიმე წონითი დივიზიონის ყოფილმა მებრძოლმა, ალექსეი ოლეინიკმა ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევს შორის პოტენციურ ჩხუბზე ისაუბრა.

„ვიცი, რომ თოფურია ნიჭიერი და ძლიერი სპორტსმენია, თუმცა, როგორც წესი, ქვედა წონიდან ამოსულ მებრძოლს ასეთ ჩხუბებში უჭირს საკუთარი უნარების ჩვენება.

შესაძლოა, სისწრაფეში უპირატესობა ილიას მხარეს იყოს, მაგრამ ისლამი ფიზიკურად უფრო ძლიერია, ის ბუნებით მსუბუქწონოსანია. ამიტომ ამ პოტენციურ ჩხუბში პროგნოზს მახაჩევის სასარგებლოდ გავაკეთებდი - 55/45-ზე“.

ცნობისთვის, ალექსეი ოლეინიკს MMA-ში 61 მოგება, 18 წაგება და 1 ფრე აქვს. ბოლოს მან 2023 წელს იჩხუბა, როდესაც ბრაზილიელი ფერნანდო როდრიგეს ჟუნიორი დაამარცხა.

აქვე გეტყვით, რომ ისლამ მახაჩევსა და ილია თოფურიას ჩხუბის შესაძლებლობა სულ უფრო რეალური ხდება. ბოლო ინფორმაციით, ორივე მებრძოლმა მოსამზადებელი კემპი უკვე დაიწყო.

ოფიციალურად თოფურია-მახაჩევის ბრძოლა ჯერ არ დაანონსებულა, თუმცა, დიდი ალბათობით, ეს დაპირისპირება ივნისში, UFC 317-ზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
თოფურიას მსგავსად - ბრძოლისთვის მოსამზადებელი ეტაპი მახაჩევმაც დაიწყო
თოფურიას მსგავსად - ბრძოლისთვის მოსამზადებელი ეტაპი მახაჩევმაც დაიწყო