მაქს ჰოლოუეი, დასტინ პორიე
Aa
Aa

BMF ქამრისთვის | დასტინ პორიესა და მაქს ჰოლოუეის ტრილოგია

მაქს ჰოლოუეი მომდევნო ორთაბრძოლას დასტინ პორიეს წინააღმდეგ გამართავს. UFC-იმ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტით „დალოცვილისა“ და „ბრილიანტის“ მესამე ორთაბრძოლა გამოაცხადა.

ჰოლოუეი და პორიე UFC 318-ზე იჩხუბებენ, რომელიც 19 ივლისს (თბილისის დროით, 20 ივლისს) ნიუ ორლეანში გაიმართება. მათი ორთაბრძოლა მსუბუქ წონით დივიზიონში შედგება და სასწორზე BMF-ის (The Baddest Motherfucker) სიმბოლური ქამარი იდება.

ჰოლოუეი და პორიე ლეგენდები არიან და ერთმანეთს ძალიან კარგად იცნობენ. მათ ორჯერ უჩხუბიათ და ორივეჯერ პორიემ იმარჯვა. 2012 წელს, ჰოლოუეი მტკივნეული ილეთით დამარცხდა, 2019-ში კი, დასტინმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მოიგო.

ცნობისთვის, ჰოლოუეის კარიერაში 34 ორთაბრძოლა აქვს გამართული და მის ანგარიშზე 26 მოგება და 8 წაგებაა. პორიეს 40 ორთაბრძოლიდან მოგებული 30 აქვს, ერთხელ კი ჩხუბის შედეგი გაუქმდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ატირებული რეფერი და სკანდალი თასის ფინალის წინ | რეალი მსაჯების შეცვლას ითხოვს
ატირებული რეფერი და სკანდალი თასის ფინალის წინ | რეალი მსაჯების შეცვლას ითხოვს