რეალმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა | ფინალის წინ სიტუაცია დაძაბულია
Aa
Aa

რეალმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა | ფინალის წინ სიტუაცია დაძაბულია

მადრიდის „რეალმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და ბოლო საათებში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. „ბლანკოსმა“ ესპანეთის თასის ფინალზე დანიშნული VAR-ის მსაჯის სიტყვები დაგმო და ესპანეთის სამეფო ფეხბურთის ფედერაციას ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

„რეალი თვლის, რომ საჯარო განცხადებები, რომლებიც დღეს კოპა დელ რეის ფინალზე დანიშნულმა მსაჯმა გააკეთა, კატეგორიულად მიუღებელია. Real Madrid TV-ი მედია პორტალია, რომელიც თავისუფალი ნების გამოხატვის უფლებითაა დაცული და მის ვიდეოებთან დაკავშირებული პროტესტი, ფინალის მატჩის ერთ-ერთი მონაწილის თაობაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს და ცხადყოფს, რამდენად მტრული დამოკიდებულება აქვთ არბიტრებს რეალის მიმართ.

უფრო გასაოცარია, მუქარის ტონით გაკეთებული განცხადებები იმაზე მინიშნებით, რომ მსაჯები ერთიანები არიან და გამოყენებულ იქნება, სავარაუდო ზომები ან ქმედებები. ეს ახლოსაც არაა, სამართლიანობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებთან, რომლებსაც საფეხბურთო ღონისძიებამდე რამდენიმე საათით ადრე, წამყვანი პოზიციები უნდა ეკავოთ.

მომხდარის სერიოზულობიდან გამომდინარე, რეალს იმედი აქვს, რომ სამეფო ფეხბურთის ფედერაცია და მსაჯთა მმართველი ორგანო სათანადოდ იმოქმედებს და საჭირო ზომებს მიიღებს, რათა საკუთარი ინსტიტუტების პრესტიჟი დაიცვას“, - წერია „რეალის“ განცხადებაში.

ცნობისთვის, დაძაბულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მადრიდელთა საკლუბო ტელევიზიის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომელშიც ფინალის მთავარ არბიტრად რიკარდო დე ბურგოს ბენგოეჩეას დანიშვნა გააკრიტიკეს და „რეალის“ მეტოქეების სასარგებლოდ მის მიერ დაშვებული შეცდომების ვიდეორგოლი აჩვენეს. ამის შემდეგ პაბლო გონსალეს ფუერტესმა, რომელიც VAR-ის არბიტრია, განაცხადა, რომ „რეალის“ ტელევიზიის სიუჟეტს „სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა“, რაც მადრიდელებმა მუქარად აღიქვეს და VAR-ზე პასუხისმგებელი მსაჯის შეცვლა მოითხოვეს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„პსჟ-ში ამოუცნობი ფეხბურთელის როლი აქვს“ | არველაძე კვარაცხელიაზე
„პსჟ-ში ამოუცნობი ფეხბურთელის როლი აქვს“ | არველაძე კვარაცხელიაზე