თეიმურაზ ორჯონიკიძე, გიორგი დიხამინჯია
Aa
Aa

ჩრდილოეთ მაკედონიასა და პოლონეთში - ქართველი ხელბურთელების შედეგიანი მატჩები

საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრების წევრები ბოლო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნის ჩემპიონატებში შედეგიან მატჩებს ატარებენ და ტრადიცია არც ამჯერად დაირღვა. გიორგი ცხოვრებაძეს, რომელიც გერმანიაში „გუმერსბახის“ ღირსებას იცავს, მხარი ჩვენი ქვეყნის ეროვნული გუნდის კაპიტანმა თეიმურაზ ორჯონიკიძემ და გიორგი დიხამინჯიამ აუბეს, რომელთაც უმაღლეს დონეზე იასპარეზეს.

ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონატის მორიგ ტურში „ოჰრიდმა“ სტუმრად „ტიკვეში“ 4-ბურთიანი სხვაობით 24:20 დაამარცხა და გამარჯვებაში უდიდესი წვლილი ორჯონიკიძეს მიუძღვის, რომელმაც 9 გოლით გამოიჩინა თავი. ამ თამაშთან შედარებით გაცილებით უფრო დრამატული განვითარება ჰქონდა პოლონეთის პირველობაზე გამართულ „ზაგლებიე“ – „აზოტის“ პაექრობას, სადაც გამარჯვებული ძირითად დროში ვერ გამოვლინდა (43:43), პენალტების სერიაში კი ზაგლებიელებმა 3-1 გაიმარჯვეს. გამარჯვებული გუნდის რიგებში ზურაბ ცინცაძეს არ უთამაშია, დამარცხებულებს შორის კი 10 ბურთით თავი გიორგი დიხამინჯიამ გამოიჩინა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წელი ქართული ხელბურთის ისტორიაში საუკეთესო გამოდგა, რადგან ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კონტინენტის მომდევნო, 2026 წლის პირველობის საგზურსაც მოიპოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ჰეთ-თრიქი ბუნდესლიგაში - ცხოვრებაძის კარგი მატჩი
ჰეთ-თრიქი ბუნდესლიგაში - ცხოვრებაძის კარგი მატჩი