დინამო ბათუმი, დინამო თბილისი
Aa
Aa

ბლესას და მორჩილაძის პენალტები | დინამოების დაპირისპირება ფრედ დასრულდა

კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-10 ტურის ცენტრალურ მატჩში თბილისის „დინამომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა - მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ანგარიში მეორე ტაიმში სტუმრებმა გახსნეს: 71-ე წუთზე გიტის პაულაუსკასის წინააღმდეგ წესების დარღვევისთვის მატჩის მთავარმა არბიტრმა, გიორგი ავაზაშვილმა 11-მეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად ჯალენ ბლესამ შეასრულა.

ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა ანგარიში ასევე პენალტით გაათანაბრეს: 88-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ხელით ნიკოლოზ ბალაძემ ითამაშა, პენალტი კი ზუსტად თორნიკე მორჩილაძემ შეასრულა.

დღესვე „კოლხეთმა“ საკუთარ კედლებში „სამგურალს“ სძლია (2:1) - გიორგი აბუაშვილის დუბლს წყალტუბოელებმა მხოლოდ ლაშა შერგელაშვილის გოლით უპასუხეს.

10 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 24 ქულით „იბერია 1999“ ლიდერობს, მეორე ადგილზე 22 ქულით ბათუმის „დინამოა“, მესამეზე კი 20 ქულით გორის „დილა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი წრის საუკეთესოები გამოვლინდნენ
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში პირველი წრის საუკეთესოები გამოვლინდნენ