ნოვაკ ჯოკოვიჩი
Aa
Aa

„როლან გაროსზე ბევრს არაფერს ელოდოთ“ - ჯოკოვიჩი საკუთარ კონდიციებზე

ლეგენდარული სერბი ჩოგბურთელისთვის ნოვაკ ჯოკოვიჩისთვის, რომელიც მოგებული დიდი სლემების რაოდენობით ყველა დროის რეკორდსმენია, 2024 წელი კარიერაში ალბათ ყველაზე ცუდი გახლდათ, თუმცა ვეტერანი სპორტსმენისთვის სახარბიელოდ ჯერჯერობით ვერც 2025 მიმდინარეობს. ავსტრალიის ღია პირველობაზე ალექსანდრ ზვერევთან შეხვედრას ნოლე ტრავმის გამო ჩაეხსნა, რის გამოც ძველებური კონდიციების დაბრუნება ვერაფრით მოახერხა. ეს მხოლოდ ექსპერტებისა და გულშემატკივრების შეფასება რომ არ არის, თავად სერბი ჩოგბურთელის კომენტარიც კარგად მეტყველებს.

რას ამბობს ჯოკოვიჩი

ჯერჯერობით ისევ საკუთარი ოპტიმალური ფორმის ძიებაში ვარ, რის გამოც წინასწარ ვაცხადებ, რომ როლან გაროსზე ჩემგან განსაკუთრებულ შედეგებს ნუ დაელოდებით, მითუმეტეს მადრიდის მასტერსზე. უბრალოდ ეს ორი შეჯიბრება ძველი კონდიციების დასაბრუნებლად მაქსიმალურად უნდა გამოვიყენო.

მადრიდის მასტერსი ჩემთვის ყოველთვის ერთ-ერთ საყვარელ ტურნირად ითვლებოდა. მუდამ მეხმარებოდა სათანადოდ კონცენტრირებაში აქ არსებული ატმოსფერო და ქომაგების მხარდაჭერა. ვეცდები ეს ყველაფერი ისევ ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენო და რაც შეიძლება ბევრი მოწინააღმდეგე დავამარცხო.

ცნობისათვის, ნოვაკ ჯოკოვიჩი მადრიდის მასტერსის 1/32 ფინალში მსოფლიოს საჩოგბურთო რეიტინგში 44-ე ადგილზე მყოფ 24 წლის იტალიელ მატეო არნალდის დაუპირისპირდება და შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
24 დიდი სლემი - ომგამოვლილი ნოვაკ ჯოკოვიჩის გზა მწვერვალამდე
24 დიდი სლემი - ომგამოვლილი ნოვაკ ჯოკოვიჩის გზა მწვერვალამდე