ჭიკაძემ წონა ვერ დააფიქსირა | იჩხუბებს თუ არა გიგა კვირას?
UFC-ის მომდევნო ღონისძიება კანზასში გაიმართება და მისი მთავარი მოვლენა იან მაჩადო გარისა და კარლოს პრატესის დაპირისპირებაა. ამ ღონისძიებაზე, გიგა ჭიკაძესაც ვიხილავთ და „ნინძა“ დავიდ ონამას შეხვდება.
დღეს, ტრადიციული აწონვების ცერემონია გაიმართა და სამწუხაროდ, ჭიკაძემ წონა ვერ ჩააბარა. გიგამ სასწორზე 66.67 კილოგრამი დააფიქსირა, რაც ლიმიტზე 450 გრამით მეტია. „ნინძას“ 1 საათი ჰქონდა, რომ წონა ჩაებარებინა, მაგრამ როგორც ჩანს, მებრძოლები ამ წონით ჩხუბზე შეთანხმდნენ.
ცნობილი ჟურნალისტის, მაიკ ჰეკის ინფორმაციით, ჭიკაძისა და ონამას ორთაბრძოლა გაიმართება და გიგას ოქტაგონზე გასვლის სანაცვლოდ მიღებული ჰონორარის 20 პროცენტის დათმობა მოუწევს, რომელსაც ონამა მიიღებს. ეს ცნობა ჰეკს UFC-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაუდასტურა.
Giga Chiladze is being fined 20 percent for his weight miss ahead of #UFCKansasCity, a promotional official confirms to me. His fight with David Onama will proceed as scheduled.
— Mike Heck (@MikeHeck_JR) April 25, 2025
ცნობისთვის, ონამას კარიერაში 15 ბრძოლა აქვს გამართული და 13-ჯერ იმარჯვა, UFC-ში კი 7-დან 5 მოგება აქვს. იგი უგანდელი მებრძოლია და 30 წლისაა. 7-ჯერ მან ტექნიკური ნოკაუტით მოიგო, 2-ჯერ - მსაჯების გადაწყვეტილებით.