გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

აწონვების ცერემონია | გიგა ჭიკაძემ წონა ვერ ჩააბარა

UFC-ის მომდევნო ღონისძიებას თბილისის დროით, კვირას დილით ვიხილავთ და ოქტაგონზე გიგა ჭიკაძე დაბრუნდება. დღეს, ტრადიციული აწონვების ცერემონია გაიმართა და სამწუხაროდ, „ნინძამ“ წონა ვერ ჩააბარა.

გიგამ 66.67 კილოგრამი დააფიქსირა, მისმა მეტოქემ, დავიდ ონამამ - 66.2, რაც ქვემსუბუქი წონის ლიმიტია. ქართველ მებრძოლს დაახლოებით 1 საათი ჰქონდა, რომ წონა ჩაებარებინა, მაგრამ ეს არ გამოუვიდა და ახლა ონამაზეა დამოკიდებული, ორთაბრძოლას რა ბედი ეწევა.

ონამას შეუძლია, ოქტაგონზე გასვლაზე უარი თქვას ან გიგას ჰონორარის ოცი პროცენტი მიიღოს და მაინც იჩხუბოს. ჯერჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა, მაგრამ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს მოხდება. „ნინძა“ ლიმიტს ბევრით არ გადამცდარა, რის გამოც, მოსალოდნელია, რომ ონამა ჰონორარის ნაწილის მიღებასა და ჩხუბს დათანხმდება.

შეგახსენებთ, რომ ონამას, რომელიც „ჩუმი მკვლელის“ მეტსახელით იბრძვის, UFC-ში 5 მოგება და 2 მარცხი აქვს. ბოლოს მან გასული წლის ნოემბერში რობერტო რომეროს მოუგო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემპიონობა მინდა, ფული ან პოპულარობა არ მაინტერესებს“ - გიგა ჭიკაძე
„ჩემპიონობა მინდა, ფული ან პოპულარობა არ მაინტერესებს“ - გიგა ჭიკაძე