ვატო დადვანი
Aa
Aa

ქართველი წყალბურთელების წარმატება - რადნიჩკი ევროთასის ფინალში

სერბეთის წყალბურთის კლუბი „რადნიჩკი“, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების ერთბაშად სამი წევრი იცავს, ევროთასის ფინალში გავიდა. ნახევარფინალურ შეხვედრაში სერბებმა ზაგრების „მლადოსტი“ 7-ბურთიანი სხვაობით, 15:8 დაამარცხეს, გამარჯვებაში კი საკმაოდ დიდი წვლილი ქართველმა ლეგიონერებმა შეიტანეს - ვატო დადვანის ანგარიშზე 4 გოლია, ხოლო დუშან ვასიჩმა და ბორის ვაპენსკიმ თავი შესაბამისად, ორი და ერთი ბურთით გამოიჩინეს.

ფინალში „რადნიჩკის“ მეტოქე იტალიის „პრო რეკო“ იქნება. აპენინურ კლუბსა და ესპანეთის „საბადელს“ შორის გამართული საპასუხო ნახევარფინალური მატჩი ფრედ, 10:10 დასრულდა და ორი შეხვედრის ჯამში იტალიელებმა 26:16 გაიმარჯვეს. ევროთასის ფინალური სერიის პირველი პაექრობა 10 მაისს სერბეთში, საპასუხო თამაში კი 24 მაისს „პრო რეკოს“ აუზზე შედგება. წარმატების შემთხვევაში „რადნიჩკი“ ამ ტურნირს 12-წლიანი პაუზის შემდეგ, არსებობის ისტორიაში მეორედ მოიგებს.

ცნობისათვის, დადვანისთვის „რადნიჩკის“ რიგებში მიმდინარე სეზონში ეს პირველი ტრიუმფი არ გახლავთ - მარტის ბოლოს სერბეთის კლუბმა რეგიონალური ლიგის პრესტიჟული ტურნირი მოიგო და ქართველი წყალბურთელი როგორც ნახევარფინალური, ასევე ფინალური სერიის MVP გახდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი იტალიურ კლუბთან | დინამო თბილისი ევროთასს გამოეთიშა
მარცხი იტალიურ კლუბთან | დინამო თბილისი ევროთასს გამოეთიშა