ტატო გრიგალაშვილი
Aa
Aa

მარცხი ფინალში | ტატო გრიგალაშვილი ვერცხლის მედალს დასჯერდა

მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მესამე დღეს, ქართველი ჯუდოკა ტატო გრიგალაშვილი ფინალში გავიდა და ოქროს მედლისთვის ტიმურ არბუზოვს დაუპირისპირდა.

ტატო მეორე ადგილს დასჯერდა და არბუზოვთან იუკოთი წააგო. ქართველმა ჯუდოკამ თავისი ჭიდაობა ვერ აჩვენა, თუმცა, ახლოს იყო, შიდოებით გაემარჯვებინა, მაგრამ საბოლოოდ, ოქროს მედალი მეტოქეს დარჩა.

გრიგალაშვილი ტურნირში მეორე წრიდან ჩაერთო და ვლადისლავ კოლობოვი დაამარცხა. უკრაინელი მეტოქის შემდეგ, ტატომ იან სვობოდასა და ხრისტო ვალკოვს აჯობა და ნახევარფინალში გავიდა. გრიგალაშვილმა ნახევარფინალში ზელიმ ტკაევს მოუგო და ფინალის საგზური მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე სამი მედალია – 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა, რასაც ტატოს მედალი დაემატა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანგისა: როცა ეს მოხდება - ხვიჩა ბევრს გააკვირვებს
ანგისა: როცა ეს მოხდება - ხვიჩა ბევრს გააკვირვებს