ანა ჯაფარიძე, ლია ჩაჩიბაია
Aa
Aa

ორი მედალი და სპეციალური ჯილდო - პარატაეკვონდოისტების წარმატება

ჩინეთში გამართული პარატაეკვონდოს საერთაშორისო ტურნირი ქართველი სპორტსმენებისთვის წარმატებული გამოდგა. G 3 კატეგორიის პრესტიჟულ შეჯიბრებაში სახელწოდებით 2025 WT President’s Cup-ზე, ჩვენი ქვეყნის დელეგაციის ორმა წარმომადგენელმა სხვადასხვა სინჯის მედალი მოიგო, ერთი მათგანი კი სპეციალური ჯილდოს მფლობელი გახდა.

პირველ რიგში აღსანიშნავია 52 კილოგრამ წონით კატეგორიამდე მოასპარეზე ანა ჯაფარიძის წარმატება, რომელიც გასულ ზაფხულს პარიზში გამართულ პარალიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ყველაზე ახალგაზრდა წარმომადგენელი იყო. ჯაფარიძეს კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა და ვიცე-ჩემპიონი გახდა, ხოლო მისი თანამემამულე ლია ჩაჩიბაია (-47 კგ) ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

დაფასებისა და აღიარების გარეშე ჩინეთში მიმდინარე შეჯიბრებაზე არც ვაჟთა ნაკრების წევრები დარჩნენ - ლაშა ტყემალაძეს ტურნირის პრეზიდენტის მიერ დაწესებული საუკეთესო მოჩხუბრისთვის დაწესებული სპეციალური ჯილდო გადაეცა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სპორტული 2024 - ისტორიული პარალიმპიადა
სპორტული 2024 - ისტორიული პარალიმპიადა