ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ტექნიკურად ძველმოდური, მაგრამ სუფთა და ოსტატური“ - L’Equipe კვარაზე

ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe ხვიჩა კვარაცხელიას სათამაშო სტილზე, გუნდთან ადაპტაციაზე და მის როლზე წერს. ფრანგი ჟურნალისტები „არსენალთან“ მატჩის წინ, ქართველის მნიშვნელოვან როლს უსვამენ ხაზს.

„კვარაცხელიას ოჯახის წევრები და მეუღლე, პსჟ-ს მატჩებს რანდალ კოლო მუანის ოჯახის ვიპ-ლოჟიდან უყურებს. პარიზის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების გარდა, ისინი გუნდის თამაშებსაც ესწრებიან და ამას ყოველგვარი ხმაურისა და პომპეზურობის გარეშე აკეთებენ. თანდათან ერწყმიან პარიზულ რეალობას – ზუსტად ისე, როგორც თავად ხვიჩა.

24 წლის ქართველი გუნდს იანვარში შეუერთდა და უკვე დაგვიტოვა კადრები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება მეხსიერებაში – აჩქარება, ცრუმოძრაობები მარცხნივ და მარჯვნივ და მარცხენა ფეხით გატანილი გოლი ასტონ ვილასთან ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში. ამ მომენტში იყო ყველაფერი – პარიზში სწორედ ის მოთამაშე ჩამოვიდა, ვინც ნეაპოლში ვნახეთ: ტექნიკურად ძველმოდური, მაგრამ სუფთა და ოსტატური გარემარბი, რომელსაც ერთ მოძრაობაში ნებისმიერი მცველის დემორალიზება შეუძლია.

ეს ეფექტი იშვიათია და გამორჩეული – თუმცა პარიზელ ქომაგებს ჯერ კიდევ ძალიან იშვიათად აქვთ ამ განცდის შესაძლებლობა. სტატისტიკის მიუხედავად (4 გოლი, 5 ასისტი), რაც მას 2025 წელს პსჟ-ს შემტევ კვარტეტში ყველაზე ნაკლებად შედეგიანად წარმოაჩენს, კვარაცხელია მაინც რჩება იმ შეგრძნებად, რომელიც რაღაც დიდის მოლოდინს ტოვებს. თითქოს ის ხვიჩა, ვინც პირველივე ვარჯიშებზე თავისი მყარი ნაბიჯებით გუნდელებზე შთაბეჭდილება მოახდინა, ჯერ ბოლომდე არ გამოუვლენია თავი და ჯერ არ უჩვენებია პუბლიკისთვის ყველაფერი, რაც შეუძლია.

ლუის ენრიკემ მიიღო სწორედ ის მოთამაშე, რომლის მოყვანაც ერთი წელიწადია სურდა – და როგორც პირად საუბრებში, ასევე საჯაროდ, არაერთხელ გაუსვა ხაზი ხვიჩას შრომისმოყვარეობას. მისმა აქტივობამ მაღალი ინტენსივობისა და პრესინგის გამოყენების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაზარდა – გაცილებით მეტია, ვიდრე ნეაპოლში იყო. თუმცა სწორედ აქ ჩნდება კითხვაც: ხომ არ აზარალებს ეს შემოქმედებით მხარეს?

იტალიასთან შედარებით, დრიბლინგების რაოდენობა შემცირებულია – და თუნდაც მარჯვენა ფლანგზე, ან მის საყვარელ მარცხენა ფრთაზე, ხვიჩა ხშირად მიმართავს ცრუმოძრაობებს ერთ-ერთებზე, რასაც შედეგი არ მოჰყვება ხოლმე. შერჩეული დარტყმებიც ყოველთვის ვერ ამართლებს. ამის მაგალითი იყო მისი სუსტი გამოსვლა ვილა პარკზე ინგლისში. ლიგა 1-ში, დაბალი ბლოკის მქონე გუნდებთან (მაგ. ნანტთან, 1:1), მას აშკარად სივრცე არ ჰყოფნის. ემირეიტსზე არსენალთან სივრცე აუცილებლად უნდა იპოვოს, რადგან პსჟ-ს სწორედ მისი მაგია სჭირდება“.

- წერს L’Equipe.

შეგახსენებთ, რომ „არსენალი“ პსჟ-ს პირველი ნახევარფინალური მატჩი 29 აპრილს 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„ტექნიკური, ძლიერი და დრიბლინგში კრეატიული“- სუშიჩი კვარაცხელიაზე
„ტექნიკური, ძლიერი და დრიბლინგში კრეატიული“- სუშიჩი კვარაცხელიაზე