რუბენ ამორიმი
Aa
Aa

ამორიმი: ეს მანჩესტერ იუნაიტედია - ყველას უნდა აქ თამაში

რუბენ ამორიმის განცხადებით, ფეხბურთელებს „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაში ბევრ ფეხბურთელს სურთ.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ასე კლუბის სატრანსფერო გეგმების შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

„თუ შევხედავთ ჩვენს კლუბს ამ მომენტში, ის ცოტა პრობლემურად გამოიყურება. ფეხბურთელების წასვლა, მწვრთნელის შეცვლა, მაგრამ ჩვენ გვაქვს ნათელი იდეა და ამის ახსნა ძალიან მარტივია ფეხბურთელებისთვის. ეს „მანჩესტერ იუნაიტედია“ და ყველა ფეხბურთელს უნდა აქ თამაში“, - თქვა ამორიმმა.

შეგახსენებთ, რომ „წითელი ეშმაკები“ პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილს იკავებს.

რაც შეეხება ამორიმს, პორტუგალიელი სპეციალისტი გუნდს 2024 წლიდან წვრთნის. ამ პოსტზე მან ერიკ ტენ ჰაგი შეცვალა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
უარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე - ვინისიუსი წასვლაზე ფიქრობს
უარი კონტრაქტის გახანგრძლივებაზე - ვინისიუსი წასვლაზე ფიქრობს