გიგა ჭიკაძე
Aa
Aa

ჭიკაძე: „თოფურია-მახაჩევის ბრძოლის ხილვა ყველას სურს“

UFC-ის ხელმძღვანელები მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლის ჩანიშვნასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ძალიან მალე მიიღებენ. იქამდე კი, მედიის წარმომადგენლები ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას შესაძლო დაპირისპირების თაობაზე აზრს სხვადასხვა მებრძოლებს ეკითხებიან. ბუნებრივია, ჟურნალისტებმა შანსი ხელიდან არ გაუშვეს და დევიდ ონამასთან გასამართი შეხვედრის წინ, მის თანამემამულესთან დაკავშირებით აზრი გიგა ჭიკაძესაც ჰკითხეს, რომელმაც ასეთი განცხადება გააკეთა:

„პირადად მე და გულშემატკივართა აბსოლუტურ უმრავლესობას ისლამ მახაჩევისა და ილია თოფურიას ჩხუბის ხილვა სურს. ეს იქნება უდიდესი დაპირისპირება, სადაც ერთმანეთის წინააღმდეგ ოქტაგონში უძლიერესი მებრძოლები დადგებიან. თუმცა, თუ ამ ეტაპზე ეს ყველაფერი არ მოხერხდა, მაშინ ილიასთვის ყველაზე კარგი ოპონენტი ბრაზილიელი ჩარლზ ოლივეირა იქნება“.

ცნობისათვის, გიგა ჭიკაძე UFC-ში რიგით მეთერთმეტე ბრძოლისთვის ემზადება, სადაც მისი მეტოქე უგანდელი დევიდ ონამა იქნება - აფრიკელის ანგარიშზე 5 გამარჯვება და 2 მარცხია. ქართველმა „ნინძამ“ კი ათი ბრძოლიდან რვა მოიგო და მხოლოდ ორჯერ, კელვინ კატარისთან და არნოლდ ალენთან დამარცხდა. UFC Fight Night-ის ღონისძიების მეინ რაუნდი 27 აპრილს, თბილისის დროით 05:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„თოფურიასთან მარტივი ჩხუბი არავის ექნება“ | რას ამბობს რენატო მოიკანო
„თოფურიასთან მარტივი ჩხუბი არავის ექნება“ | რას ამბობს რენატო მოიკანო