ტატო გრიგალაშვილი ფინალში გავიდა | მისი მეტოქე არბუზოვია
მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში, ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს. ტურნირის მესამე დღეს, ტატამიზე 4 ქართველი ჯუდოკა გავიდა და ერთ მათგანს მედლის აღების შანსი აქვს.
საქართველოს სახელით მარიამ ჭანტურიამ, ტატო გრიგალაშვილმა, ლუკა მაისურაძემ და გიორგი ჯაბნიაშვილმა იასპარეზეს. ჭანტურია მეორე წრეში ალექსანდრა კოვალევსკასთან დამარცხდა, ლუკა მაისურაძემ მეოთხედფინალი მურად ფატიევთან წააგო, რეპეშაჟში კი ივაილო ივანოვს ვერ აჯობა. ჯაბნიაშვილი ნემანია მაიდოვთან დამარცხდა, მაგრამ რეპეშაჟში გადაერთო, თუმცა მედლის შანსი აღარ აქვს.
-81 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ბრწყინვალე გამოსვლა აჩვენა ტატო გრიგალაშვილმა. ქართველმა ჯუდოკამ ჯერ ვლადისლავ კოლობოვს მოუგო, შემდეგ კი იან სვობოდა და ხრისტო ვალკოვი დაამარცხა. ნახევარფინალში, გრიგალაშვილმა ზელიმ ტკაევს აჯობა და ფინალში ტიმურ არბუზოვს დაუპირისპირდება, რომელმაც მატიას კასეს აჯობა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრების ანგარიშზე უკვე ორი მედალია – 21 წლის გიორგი სარდალაშვილი ევროპის ჩემპიონი გახდა, ეთერ ლიპარტელიანმა კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.