მარკ-ანდრე ტერ შტეგენი
Aa
Aa

ტერ შტეგენი ესპანეთის თასის ფინალისთვის „ბარსელონას“ განაცხადშია

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი ესპანეთის თასის ფინალისთვის, „ბარსელონას“ განაცხადში მოხვდა.

32 წლის გერმანელ მეკარეს გასული წლის სექტემბრის მერე არ უთამაშია. მან „ვილიარეალთან“ მატჩის დროს, ჯვარედინი მყესი გაიწყვიტა, რის გამოც მას ოპერაცია ჩაუტარდა. მის ნაცვლად, „ბლაუგრანას“ კარებს ვოიცეხ შჩესნი იცავს.

ესპანეთის თასის ფინალში „ბარსელონა“ „რეალს“ დაუპირისპირდება. მატჩი 26 აპრილს, სევილიაში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენმა, რომელიც „ბლაუგრანაში“ 2014 წლიდან თამაშობს, მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მხოლოდ კვარას პსჟ და ბარსა - რა შეცვალა ინტერის მარცხმა
მხოლოდ კვარას პსჟ და ბარსა - რა შეცვალა ინტერის მარცხმა