ბარსა და რაფინია პირადი კონტრაქტის დეტალებზე ვერ თანხმდებიან
„ბარსელონა" რაფინიასთან ახალი კონტრაქტის პირობებზე ჯერ არ შეთანხმებულა. კლუბთან 28 წლის გარემარბის მოქმედი ხელშეკრულება 2027 წლამდეა ძალაში. ცნობილია, რომ მხარეებს თანამშრომლობის გაგრძელება სურთ, მაგრამ ჯერჯერობით ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.
Diario Sport-ის ცნობით, „ბლაუგრანას“ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი შესთავაზოს, მაგრამ მხარეთა პოზიციები ძირითად საკითხებზე სერიოზულად განსხვავდება.
„ბარსელონა“ სთავაზობს ერთწლიან კონტრაქტს მისი კიდევ ერთი სეზონით გახანგრძლივების ოფციით - კლუბს სურს თავიდან აიცილოს ისეთი შემთხვევების გამეორება, როდესაც მოთამაშეებმა ხელი მოაწერეს ძალიან გრძელ და ძალიან ძვირიან კონტრაქტებს.
თავად ბრაზილიელი ორწლიანი კონტრაქტის გაფორმებას ელის.
გარდა ამისა, რაფინია უკმაყოფილოა შეთავაზებული ხელფასით. მოთამაშის აგენტები დაჟინებით ამტკიცებენ, რომ „ბარსამ“ შეთავაზება უნდა გააუმჯობესოს, თუ მათ რაფინიას შენარჩუნება სურთ.
გამოსასყიდის ოდენობაზე შეთანხმების პრობლემა არ იქნება. კლუბში მიაჩნიათ, რომ ის ძალიან მაღალი არ უნდა იყოს - ალბათ 80 მილიონი ევრო იქნება. შესათანხმებელი მხოლოდ პირადი ანაზღაურება იქნება.
რაფინიამ ლა ლიგაში მიმდინარე სეზონში 31 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.