უსიკისა და დუბუას რევანშის თარიღი ცნობილია - ჩხუბი უემბლიზე გაიმართება
უკრაინელი ოლექსანდრ უსიკი და ბრიტანელი დანიელ დუბუა მძიმე სუპერ მძიმე წონაში მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონის წოდებისთვის რევანშს 19 თებერვალს გამართავენ.
როგორც ავტორიტეტული ჟურნალისტი, მაიკ კოპინგერი იუწყება, ჩხუბი ლონდონში „უემბლის“ სტადიონზე შედგება.
უსიკი-დუბუას ბოლო ჩხუბი 2023 წლის აგვისტოში, პოლონეთში გაიმართა და უკრაინელის გამარჯვებით დასრულდა.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს, უსიკმა ტაისონ ფიური მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა და WBA-ის, WBC-ის, WBO-ს, IBO-სა და Ring-ის საჩემპიონო ქამრები შეინარჩუნა.
გეტყვით ასევე, რომ უსიკმა ტაისონი ზედიზედ მეორედ დაამარცხა, კარიერაში კი რიგით 23-ე გამარჯვება იზეიმა, თანაც ისე, რომ არასდროს დამარცხებულა.